The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ბურკაძე

ზურაბ ბურკაძე
დაბადების თარიღი:1 მარტი, 1957  (67 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1979 წელს.

1979-1982წწ. მუშაობდა სამშენებლო უბნების უფროსად ჩიტაში, კრასნოიარსკში, ბლაგოვეშჩენსკში; 1984 წლიდან ხელმძღვანელობდა საწარმოო-სამშენებლო გაერთიანება "საქმონოლითმშენის" საგეგმო-საწარმოო განყოფილებას, ხოლო 1987 წლიდან ამავე გაერთიანების თბილისის სამმართველოს; 1995 წლიდან არის სს "თბილმონოლითმშენის" გენერალური დირექტორი; ხელმძღვანელობდა მნიშვნელოვანი ობიექტების, კერძოდ, თექვსმეტსართულიანი მონოლითური საცხოვრებელი სახლების (გლდანსა და მუხიანში), თბილისის 100-ბინიანი საცხოვრებელი სახლის (იყალთოს მთაზე), საქალაქო სანეპიდსადგურის, დაბა ყაზბეგის საავადმყოფოს, გორის სასამართლოს მშენებლობას. ასევე, მრავალი შენობის რეკონსტრუქციას თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.104; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.95

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული მშენებელი

გააზიარე: