The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა ბურჭულაძე

შალვა ბურჭულაძე
სხვა სახელი:შუქური ბურჭულაძე
დაბადების თარიღი:15 აგვისტო, 1926
გარდაცვ. თარიღი:1998  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1949 წელს, 1952 წელს - ასპირანტურა.

1955 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკის ს/კ ინსტიტუტში უმცროს, უფროს და წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად, განყოფილების გამგედ; სამეცნიერო კვლევების პარალელურად, ჯერ როგორც დოცენტი და 1985 წლიდან, როგორც პროფესორი, ლექციებს კითხულობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში; მისი სამეცნიერო საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა ჰიდროტექნიკური ბეტონის კვლევისა და საშენი მასალების ტექნოლოგიური პროცესების სრულყოფის საკითხები; ხელმძღვანელობდა ისეთ მნიშვნელოვან სამეცნიერო სამუშაოებს, როგორებიცაა ბეტონის ყინვამედეგობისა და წყალგაუმტარობის ხარისხის ამაღლებისა და ფიზიკურ-მექანიკური მაჩვენებლების დადგენა, ასევე - მრავალსიხშირიანი ვიბრაციული მაგიდის შექმნა, რომელიც ქარხნული ნაკეთობების დამზადების ვადის შემჭიდროებისა და ცემენტის დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა; ხელმძღვანელობდა ლაჯანურის, ენგურისა და ჟინვალის ჰესებზე შესრულებულ თემატურ სამუშაოებს, რომლებიც მაღალი ეკონომიკური და ტექნიკური ეფექტით დაინერგა მოქმედ ენერგოობიექტებზე; ასევე, დარგობრივი სტანდარტებისა და ტექნიკური მითითებების შესრულებას ჰიდროტექნიკური ბეტონის, ცემენტის, შემვსები მასალებისა და ბეტონის სამუშაოების მიღების საქმეში; არის 70 სამეცნიერო და პედაგოგიური ნაშრომისა და გამოგონების ავტორი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.105-106; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 54

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: