Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პაატა წულუკიძე![]()
Biography1610-იან წლებში, მეფისაგან შერისხული, ოდიშის სამთავროში გადაიხვეწა. დადიანმა ზუგდიდის მახლობლად ადგილ-მამული უბოძა, რომელსაც შემდეგ"'ნაწულუკუ" (წულუკიძის ნაქონი) ეწოდა. პ. წულუკიძე დადიანის პირველი ვეზირი გახდა. იგი უფრო მეტად ამწვავებდა ურთიერთობას გიორგი III -სა და ლევან II დადიანს შორის და დადიანს იმერეთის სამეფოს მიმართ აგრესიისაკენ აქეზებდა. იგი ქართველ პოლიტიკოსთა იმ ჯგუფში იყო, რომელიც კახთა მეფე თეიმურაზ I-ისა და მისი მომხრე გიორგი III-ის წინააღმდეგ იბრძოდა. დიდი ღვაწლი მიუძღვის იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტრის მატერიალურ უზრუნველყოფაში, რის გამოც ის გამოსახულია ამ მონასტრის კედელზე. ბოლოს კათოლიკობა მიიღო. იმერეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, "წუწკად" წოდებული. იმერეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.349
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |