The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პეტრე წულუკიძე

პეტრე წულუკიძე
Date of birth:16 July, 1905
Date of death:29 September, 1980  (at 75 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1927 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით - 1931 წელს.

შრომითი საქმიანობა დაიწყო 1925 წელს. 1928 წლიდან შეთავსებით ინსტიტუტში მუშაობდა. 1929 წელს რიონჰესის მშენებლობაზე, პირველად ამიერკავკასიაში ჩამოაყალიბა ბეტონის კონტროლის სამუშაოების ლაბორატორია. შემდეგ მუშაობდა სოხუმისა და ხრამ-1 ჰესების მშენებლობებზე. 1932 წელს დაბრუნდა ინსტიტუტში და ჩამოაყალიბა ბეტონის კვლევის ლაბორატორია, რომელსაც გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა. 1953 წელს, რუმინეთში, ჰეს ბიკაზის ბეტონის გრავიტაციუილი კაშხლის მშენებლობის პერიოდში, მიღებული იყო მისი რეკომენდაციები. დიდი წვლილი შეიტანა ლაჯანურ ჰესის თაღოვანი კაშხლის ბეტონის ხარისხის კონტროლის საქმეში. მონაწილეობდა ბეტონისა და რკინაბეტონის დამზადების, ჩალაგებისა და ექსპლუატაციაში მყოფი ენერგეტიკული ნაგებობების ხარისხის კონტროლში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ღვაწლი ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის ბეტონის დაგეგმარების საქმეში. მისი სამეცნიერო შრომების ძირითადი თემაა, ჰიდროტექნიკური ბეტონის ტექნოლოგია. სამეცნიერო მოღვაწეობასთან ერთად ეწეოდა პედაგოგიურ მუშაობას. 1943 წლიდან იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის "სამშენებლო მასალების და სამშენებლო სამუშაოთა წარმოების ორგანიზაციის" კათედრის დოცენტი, 1967 წლიდან - კათედრის პროფესორი. მისი ხელმძღვანელობით მრავალმა სპეციალისტმა დაიცვა დისერტაცია. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ქართველი მეცნიერი ბეტონისა და რკინაბეტონის დარგში. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1967).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.349; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.409-410

Awards and Honors

  • 1967 - საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე
  • 1961 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

Share: