შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ჭაბაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1941 წელს. 1941-1945წწ. დიდი სამამულო ომის მონაწილე; 1958-1965წწ. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის კომისიის სწავლული მდივანი; 1965 წლიდან საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლეკსიკოლოგიის განყოფილების გამგე; 1971 წლიდან ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის უფროსი სამეცნიერო რედაქტორი და სატრანსკრიფციო ჯგუფის ხელმძღვანელი(1982); ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის (ერთტომეულის, 1986) რედაქტორი; ძირითადად მუშაობდა ლეკსიკოგრაფიაში, აგრეთვე ქართული სალიტერატურო ენის ლექსიკის ნორმალიზაციის საკითხებზე; მონაწილეობდა სახდასხვა დარგის სამეცნიერო ტერმინოგიის დამუშავებაში; შეადგინა უცხო სტყვათა ლექსიკონი (პიველი გამოც. -1964, მეორე - 1973); მონაწილეობდა "ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის" (1-8, 1950-1964) მომზადებაში(მე-4 ტომის რედაქტორი არნოლდ ჩიქობავასთან ერთად), რისთვისაც სხვებთან ერთად საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემია მიენიჭა. ლეკსიკოლოგი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი(1950), უფროსი მეცნიერ თანამშრომელი(1960). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.374 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |