The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვილენ გაბაშვილი

ვილენ გაბაშვილი
დაბადების თარიღი:3 ნოემბერი, 1936  (87 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი ხიდებისა და გვირაბების სპეციალობით 1960 წელს.

1960 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტგროს N1 სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურსმშენის" სისტემაში - მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უბნისა და საამქროს უფროსად; 1960-1965წწ. რკინაბეტონის კონსტრუქციების ქარხანაში მთავარ ინჟინრად; 1965-1966წწ. იყო ამავე ტრესტის ქიმიური და მეტალურგიული მრეწველობის ობიექტების სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1967-1969წწ. ტრესტის მთავარი ინჟინრის მოადგილე; 1971-1972წწ. ტრესტ "საქმშენინდუსტრიის" მმართველი; 1972-1977წწ. იყო საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მშენებლობის განყოფილების ინსტრუქტორი; 1979-1981წწ. კურირებდა რესპუბლიკის უმნიშვნელოვანეს სამშენებლო ობიექტებს; სწავლობდა სსრკ სახალხო მეურნეობის აკადემიაში; 1981-1988წწ. იყო საქართველოს მშენებლობის მინისტრის მოადგილე, პირველი მოადგილე; 1966-1967წწ. მივლინებული იყო სამუშაოდ საზღვარგარეთ მონღოლეთის, 1969-1971წწ. ერაყისა და 1977-1979წწ. იემენის მნიშვნელოვან მშენებლობებზე; 1988-1992წწ. იყო სსრ კავშირის სავაჭრო წარმომადგენელი იემენში, ხოლო 1992-1995წწ. - საქართველოს მინისტრთა საბჭოს მრჩეველი; 1995-1998წწ. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საერთაშორისო ეკონომიკურ კომიტეტში წარმოადგენდა საქართველოს, საქართველოს დეპარტამენტის ხელმძღვანელის სახით; 1998-2002წწ. მუშაობდა სს არქიტექტურის საერთაშორისო ცენტრ "სუხანოვის" გენერალურ დირექტორად; 2002 წლიდან მოსკოვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრორექტორია; დაჯილდოებულია საქართველოსა და სსრკ ორდენებითა და მედლებით, იემენის რესპუბლიკის "ერთგულების" ორდენით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.108; წიგნი ღირსებისა: ტ. 2 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.39

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: