The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მურმან გაბაძე

მურმან გაბაძე
დაბადების თარიღი:25 დეკემბერი, 1955  (68 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბაჯითი, საჩხერის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1978 წელს.

1979 წელს მუშაობა დაიწყო თბილისში სამშენებლო ტრესტ "ინჟმშენის" რკინაბეტონის ქარხანაში ოსტატად, ხოლო 1984 წელს საამქროს უფროსად გადაიყვანეს; 1987-2011წწ. ქ. თბილისის ისნის რაიონის სამშენებლო სარემონტო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებელი იყო; 2011 წლიდან საკუთარი ძალებით შექმნა შპს სამშენებლო-სარემონტო ფირმა "ლუკა 2001" და ამ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს; რკინაბეტონის საწარმოში მუშაობის პერიოდში მრავალი საცხოვრებელი სახლის და საინჟინრო ნაგებობების მშენებლობა დააკომპლექტა სხვადასხვა სამშენებლო კონსტრუქციებით; ასევე, მრავალი ავარიული საცხოვრებელი სახლი აღადგინა და ექსპლუატეციაში ჩააბარა ისანი-სამგორის რაიონში, მოაწყო სპორტული მოედნები ხელოვნური საფარით და შეაკეთა მრავალი საცხოვრებელი სახლის სახურავები, სადარბაზოები და ფასადები; მისი ზედამხედველობით 2000 წელს აშენდა ქ. თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში "ცხრა ყრმა კოლაელთა სახელობის ტაძარი", "ღვთისმშობლის" ხატის დასასვენებელი სამლოცველო ნიშა მახათას მთაზე; 2003-2005წწ. ააგო "წმინდა გიორგის" სახელობის ჯვარგუმბათოვანი ტაძარი "თბილავიამშენის" საწარმოო ტერიტორიის მიმდებარედ, ასევე, აეროპორტის ტაძრის სამრეკლო და ტაძრის მარჯვენა ნავი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.108-109


გააზიარე: