The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შერმადინ ცხოვრებოვი

დაბადების თარიღი:28 ნოემბერი, 1929  (95 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი.

1947-1951 წლებში, საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ცხინვალის პედაგოგიურ ტექნიკუმში.

1952 წლიდან კოსტა ხეთაგუროვის სახელობის თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ბიჭიკო(მ. ბარათაშვილის "მარინე"), გუგუნავა(ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი"), მღვდელი(ს. მთვარაძის "სურამის ციხე"), ბუხუტი(ე. აფხაიძის "იალაღებზე"), თენგიზი(დ. ჭუბაბრიას "ამხანაგები"), არქიფო, გენერალი ორბელიანი(ი. ვაკელის "აპრაკუნე ჭიმჭიმელი", "შამილი"), გიგოლი(გ. სუნდუკიანის "პეპო"), გულდარი(გ. პლიევის "ჩერმენი"), ყარამანი(ნ. ნაკაშიძის "ვინ არის დამნაშავე"), გოჩა მინდელი(მ. მრევლიშვილის "ზვავი"), ჯგირიკოჩი(გ. წერეთლის "პირველი ნაბიჯი"), იორამი(გრ. ბერძენიშვილის "ლერწამი ქარში"), მირზა(ა. წერეთლის "ბაში-აჩუკი"), სულეიმანი(გ. ნახუცრიშვილის "შაითან ხიხო"), ტოლსტიხი(ძმები ტურების და ლ. შეინინის "პირისპირ"), სტეფან მაკარიჩი, აკოფა(ა. ცაგარელის "ციმბირელი", "ხანუმა"), სანდრო(ა. გეწაძის "მზე ცრემლში"), ჯღუნაისი(ა. ყაზბეგის "მამის მკვლელი"), იანვარა(ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), ლომკაცა(პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), ვასია(გ. ნახუცრიშვილის "ბორის ძნელაძე"), ჩენდოსი(ვ. ჰიუგოს "მარია ტიუდორი"), მაიორი რინგვუდი(მაინ რიდის "უთავო მხედარი"), შოშია გოგოლაძე(ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა"), სულხან ვეზირი(გრ. ლუხუტელის "ტახტის მემკვიდრე"), ხაძი(მ. შავლოხოვის "სასიძო"), ივან მაკაროვიჩი(ლ. ტოლსტოის "ცოცხალი ლეში"), სახლის პატრონი(დ. ვასერმანის, ჯ. დაროინის "ლამანჩელი") და სხვ. 

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1989. -გვ.79

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1978 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: