Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლამზირა ჩხეიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი 1951 წელს. 1952 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი. 1953-1956 წლებში პარალელურად მოღვაწეობდა თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში პედაგოგად. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: რუსუდანი (ი. ვაკელის "რვალი"), სუზონ (ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება"), ლიდა (გ. ქელბაქიანის "ახალგაზრდა მასწავლებელი), ფენია (კ. მალიარევსკის "ქარიშხლის წინ"), ქეთო (ვ. როზოვის "ხალისიანი მეგობრები"), ანგელა (გ. სევასტიკოგლეს "ანგელა"), ტანია (ო. ჩიჯავაძის "პირველი მერცხლები"), ციური (გ. ბერძენიშვილის "ლერწამი ქარში"), ივლიტე ბოსტოღანაშვილი (კ. ბუაჩიძის "ამბავი სიყვარულისა"), მზია (გ. ხუხაშვილის "ზღვის შვილები"), ოფელია (შექსპირის "ჰამლეტი"), ანგუსტიასი (გ. ლორკას "ბერნარდა ალბას სახლი"), დარიკო(დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი"), მადლენა ბეჟარი (მ. ბულგაკოვის "ფარისეველთა შეთქმულება"), ცოლი (ბ. ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე") და სხვ. შექმნილი აქვს რამდენიმე საინტერესო სახე ქართულ კინოსა და სატელევიზიო ფილმებში, აგრეთვე ლიტერატურულ-დრამატულ რადიოგადაცემებში. საზოგადო მოღვაწისა და მწერლის დავით ჩხეიძე-თურდოსპირელის შვილი. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1989. -გვ.80; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |