The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შარლოტა ბარამიძე

დაბადების თარიღი:17 თებერვალი, 1925  (100 წლის)
გარდაცვ. თარიღი:20??
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

თბილისის 28-ე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1943 წელს მოცეკვავე მსახიობად დაიწყო მუშაობა საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში; 1953-1960წწ. იყო წამყვანი მოცეკვავე საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლისა. იგი იმ მოცეკვავე ქალთა რიცხვს ეკუთვნის, ვინც ერთ-ერთი პირველი მოვიდა ახლადშექმნილ პროფესიულ კოლექტივში და ბევრ ახალგაზრდას მისცა ქორეოგრაფიულ ხელოვნებაში შემდგომი მუშაობის სტიმული.

წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.15; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.250

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების მედალი
    ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებაში, მის პოპულარულიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1960 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: