The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან ღოღობერიძე

დაბადების თარიღი:20 აპრილი, 1930  (94 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური მუსიკალური სკოლა 1950 წელს, ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის საორკესტრო ფაკულტეტი კონტრაბასის განხრით 1955 წელს.

1954 წელს მუშაობდა ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელობის თეატრის ორკესტრში კონტრაბასების ჯგუფის კონცერტმეისტერად. 1968 წელს მუშაობდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში უფროს პედაგოგად. 1988 წელს დოცენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო. თეატრში თითქმის ყველა საპრემიერო და რიგით სპექტაკლებში მონაწილეობდა. 1969 წელს თეატრის კოლექტივთან ერთად გასტროლებზე იმყოფებოდა პოლონეთში. 1983 წლიდან მიიწვიეს საქართველოს დამსახურებულ კამერულ ორკესტრში, რომელსაც ლიანა ისაკაძე ხელმძღვანელობდა. ორკესტრთან ერთად საგასტროლო მოგზაურობაში იყო ევროპის მრავალ ქვეყანაში.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1990.-გვ.27

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1983 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: