The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოგი თოდაძე

გოგი თოდაძე
ოფიციალური სახელი:გიორგი თოდაძე
დაბადების თარიღი:21 თებერვალი, 1945
გარდაცვ. თარიღი:23 იანვარი, 2020  (74 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:მსახიობი, პედაგოგი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1968 წელს; ამავე ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1977 წელს. 1968 წლიდან მუშაობს კოტე მარჯანიშვილის თეატრში მსახიობად. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: ადიკო (შ. დადიანის "გუშინდელნი"), ქელეში (კ. გამსახურდიას "მთვარის მოტაცება"), ანტონი (ა. კორნეიჩუკის "ხსოვნა გულისა"), ვასია (ა. ოსტროვსკის "ტალანტები და თაყვანისმცემლები"), სტეპანი (ნ. გოგოლის "ქორწინება"), კაპიტანი ლუკაში (ი. ჰაშეკის "გულადი ჯარისკაცი შვეიკი"), შერბინა (ნ. დუმბაძის "ნუ გეშინია დედა"), ბოგოლუბოვი (რ. გაბრიაძის "ფეოლა") და სხვა; მარჯანიშვილის თეატრში დადგმული აქვს შემდეგი სპექტაკლები: ჯ. მონიავას "აღუვსებელი საწყაული", ლ. თაბუკაშვილის "ჭრილობა", კ. ბუაჩიძის "ეზოში ავი ძაღლია", რ. ტომასის "რვა მოსიყვარულე ქალი", თ. ჭილაძის "ბუდე მეცხრე სართულზე" (გ. ლორთქიფანიძესთან ერთად), ა. დენერის "დონ სეზარ დე ბაზანი", დ. კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი", ნ. დუმბაძის "მარადისობის კანონი", ა. ჩხაიძის "ჩემი ეიფელის კოშკი", ჟ. ანუის "ევრიდიკე", შ. შამანაძის "ერთხელ მხოლოდ ისიც ძილში", ე. დე ფილიპოს "ნეაპოლი - მილიონერთა ქალაქი", რ. ერისთავის "ისევ ვოდევილები", უ. შექსპირის "ფალსტაფი", ა. კამიუს "კალიგულა", ქ. ქუჩუკაშვილის "გოგო ხოხესია", გ. ნახუცრიშვილის "ნაცარქექია" და სხვა; საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 90-მდე სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი (კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი, მოზარდ მაყურებელთა თეატრი, გორის გ. ერისთვის სახელობის თეატრი, თავისუფალი თატრი, თეატრი ათონელზე, ტელევიზია, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის თეატრი, გრიბოედოვის სახელობის თეატრი, სკოლა-სტუდია "ბერიკები", თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი); არის სკოლა-სტუდია "ბერიკების" დირექოტრი და სამხატვრო ხელმძღვანელი; 2005 წლიდან მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელია.ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. ევროპის ახალგაზრდა შემოქმედთა სწავლების სემინარის (ქ. ანკარა) პედაგოგი; მსოფლიოს მრავალი თეატრალური ფესტივალის მონაწილე და პრიზიორი (რუსეთი, გერმანია, ინდოეთი, იაპონია, კორეა, მონაკო), მრავალი სამთავრობო და სახალხო ზეიმების რეჟისორი (თბილისობა, საახალწლო ნაძვის ხის ზეიმი და სხვ.). 100-ზე მეტი სპექტაკლის რეჟისორი.

წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995.- გვ.15; tafu.edu.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.78; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.160

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს თეატრის მოყვარულთა საზოგადოება "აიტა-იატა", პრეზიდენტი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში, მოსწავლე - ახალგაზრდობის ესთეტიკურ აღზრდაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1982 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: