The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კუკური მჟავანაძე

დაბადების თარიღი:24 თებერვალი, 1925
გარდაცვ. თარიღი:1984  (58 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სარაქონი, ჩხოროწყუს რაიონი.

1941 წელს წალენჯიხის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ექსტერნის წესით სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე; 1948 წელს დაამთავრა მარჯანიშვილის თეატრის დრამატული სტუდია.

1942-1945წწ. იყო წალენჯიხის კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1948 წლიდან გარდაცვალებამდე მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწეობდა. მის მიერ განხორციელებული როლებიდან აღსანიშნავია: ლომინა (დ. კლდიაშვილის "უბედურება"), მაღაზიის გამგე (გ. მდივნის "ვარდო"), ტატო (გ. შატბერაშვილის "ძველი სახლი"), ფოსტალიონი (მ. ბარათაშვილის "მარინე"), მსახური (კ. გოლდონის "სასტუმროს დიასახლისი"), სახლთუხუცესი (ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი"), დარასელია (გ. ბერძენიშვილის "დაჭრილი არწივი"), უსუფხანი (უ. ჩხეიძის "გიორგი სააკაძე"), ჯოკია (კ. გამსახურდიას "მთვარის მოტაცება"), პიკალიოვი (ა. ტრენიოვის "ლიუბოვ იაროვაია"), პოლიციის უფროსი (მ. ჯავახიშვილის "კვაჭი კვაჭანტირაძე") და სხვა; მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწეობის პარალელურად, 1952 წლიდან გარდაცვალებამდე სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტთან არსებული სახალხო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. ამ თეატრის სცენაზე განახორციელა დადგმები: ა. წერეთლის "პატარა კახი", მ. ბარათაშივლის "მარინე", კ. ბუაჩიძის "მკაცრი ქალიშვილები", ვ. დარასელის "კიკვიძე", ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი", ი. ვაკელის "აპრაკუნე", აკ. დევიძის "ნატვრისთვალი" და სხვა.

წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.17

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: