The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვასილ კახნიაშვილი

ვასილ კახნიაშვილი
Date of birth:9 May, 1910
Date of death:25 March, 1990  (at 79 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა გორის პირველი შრომის სკოლა 1925 წელს, თბილისის სამრეწველო-ეკონომიური ტექნიკუმი 1931 წელს; 1935-1939წწ. სწავლობდა მარჯანიშვილის თეატრთან არსებულ დრამატულ სტუდიაში.

1939 წელს გორის თეატრის მსახიობი იყო. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მარჯანიშვილის თეატრში მიხა (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"), კოლმეურნე (ძმ. ტურებისა და ლ. შეინინის "პირისპირ"), ბოქაული (ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება"), მანო (ზ. ანტინოვის "მზის დაბნელება საქართველოში"), გრაფი დე ლინიერ (ა. დენერის "დები, ჟერარ") და სხვა. გორის თეატრში: სტეფანე (ი. გედევანიშვილის "გადასასვლელზე"), ტიმოთე, ავეტიკა (ავქ. ცაგარლის "ხანუმა" და "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), ჰაჯი მურადი (ი. ვაკელის "შამილი"), ვატა (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), შვაჩი (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), გოჩა, გლეხი (ა. ყაზბეგის "არსენა" და "ხევისბერი გოჩა"), მეფე (გ. ნახუცრიშვილის "კომბლე"), ფაშა (ვ. გუნიას "და-ძმა"), გოგია (დ. ერისთავის "სამშობლო"), გეო, ბიძინა ჩოლოყაშვილი (აკ. წერეთლის "კინტო" და "ბაში-აჩუკი"), ანანია (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ფონ მოორი (ფ. შილერის "ყაჩაღები"), ამირანი (ს. კლდიაშვილის "ირმის ხევი"), სოსია (ი. ჭავჭავაძის "ოთარაანთ ქვრივი"), ფარსადან (ი. ვაკელის "გიორგი სააკაძე"), ტარასი, გედეონი (გ. ქელბაქიანის "ჩვენი პირადი საქმე", და "ახალგაზრდა მასწავლებელი"), ჯონ რაიტი (ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები"), ღვინეფაძე (კ. ბუაჩიძის "ფაქიზი განცდები") და სხვა. თეატრისა და კინოს მსახიობი.  

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1990.-გვ.30; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge

Awards and Honors

  • 1988 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1964 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: