Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით კობახიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. სწავლობდა რკინიგზის სასწავლებელში, შემდეგ კი ქუთაისის გიმნაზიის კერძო კურსებზე. ახალგაზრდობიდანვე გატაცებული იყო თეატრით; აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში; 1903 წელს შეეცადა რევოლუციური თატრალური ჯგუფის ჩამოყალიბებას; მართავდა წარმოდგენებს მუშებისათვის, დგამდა სოციალური შინაარსის პიესებს; თებერვლის რევოლუციის შემდეგ შექმნა რევოლუციური მიმართულების მოძრავი თეატრი - პროლეტარული მოგზაური დასის ("დემოსის") სახელწოდებით; 1923 წელს მისი ინიციატივით, შემოქმედებითი კადრების შექმნის მიზნით შეიქმნა ტექნიკუმი, რომლის ბაზაზე 1924 წელს გაიხსნა "პროლეტკულტის "წითელი თეატრი", რომელმაც 1926 წლამდე იარსება; აქ მან განახორციელა: ვერჰარნის "რიჟრაჟი", სპექტაკლი "აჩრდილი დადის ევროპაში", ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო"; 1929-1937წწ. ხელმძღვანელობდა მის მიერვე დაარსებულ მოძრავ საკოლმეურნეო თეატრს; 1933 წელს ჩამოაყალიბა თეატრი მესტიაში; იყო მთელი რიგი სარაიონო თეატრების ხელმძღვანელი; ბოლო წლებში აწყობდა მოძრავ ჯგუფებს კოლმეურნეობების კულტურული მომსახურების მიზნით; დაწერილი აქვს წიგნი "იატაკქვეშა თეატრი". იგი ქართული რევოლუციური თეატრის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელი იყო. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.19; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 565; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 97 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |