The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ბერიაშვილი

მიხეილ ბერიაშვილი
დაბადების თარიღი:1 ოქტომბერი, 1904
გარდაცვ. თარიღი:1975  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი, მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი საბუე, ყვარლის რაიონი.

დაამთავრა  რუსთაველის თეატრთან არსებულ სტუდია 1924 წელს.

1924 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. აქ მან განასახიერა როლები: რობინი (უ. შექსპირის "უინძორელი მხიარული ქალები"), ეშმაკი (ი. გედევანიშვილის "სანთალი"), მეორე ტუსაღი (პ. კაკაბაძის "მიწისძვრა ლისაბონში"), მიშკა (გ. კირშინის "ლიანდაგი გუგუნებს"), ახალგაზრდა პარტიზანი (ს. შანშიაშვილის "ანზორი"), მეფე (ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო") და სხვ. 1930-1932 წლებში  მ. ბერიაშვილი მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მუშაობდა, სადაც 10-ზე მეტი როლი განასახიერა, მათ შორის: ერთორსამა (ო. ლეშას "სამი ბღენძი"), ოფიცერი (ე. ტოლერის "ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ"), კოტკა (ი. მიკიტენკოს "აანთეთ ვარსკვლავები") და სხვ. 1932 წელს  მან მოსკოვის ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა საოპერო განხრით. 1932-1936 წლებში პარალელურად მუშაობდა "მოსესტრადაში". სხვადასხვა წლებში მოღვაწეობდა: სტალინგრადის ოპერის (1934-1939), ტაშკენტის ნავოის სახ. ოპერის (1939-1941), თბილისის მუსკომედიის, თბილისში "ზაკოსთან" არსებულ რუსული კომედიის (1941-1942), ერევნის მუსკომედიის (1941-1945) თეატრებში. 1946 წლიდან გარდაცვალებამდე თბილისის ვ. აბაშიძის სახელობის თეატრის მსახიობი იყო. დრამატულ, ოპერისა და მუსკომედიის სცენებზე განასახიერა 120-მდე როლი. ოპერის სცენაზე შესრულებული აქვს ისეთი პარტიები, როგორიცაა: ლენსკი (პ. ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი"), ფაუსტი (შ. გუნოს "ფაუსტი"), ჰერცოგი (ჯ. ვერდის "რიგოლეტო") და სხვ.

წყარო: ხელოვნების კალენდარითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1994.-გვ.72; კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.390

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1948 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: