The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ გაბედავა

ოთარ გაბედავა
დაბადების თარიღი:21 აგვისტო, 1956  (67 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ტყვარჩელი (აფხაზეთის ასსრ).

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი მშენებლობის ეკონომიკა და ორგანიზაციის სპეციალობით 1978 წელს.

1978-1993წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ქ. სოხუმის სახლმშენებელ კომბინატში საგეგმო განყოფილების ეკონომისტად, სამშენებლო ნაკადის ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; შრომითი საქმიანობის პარალელურად, 1955 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით; იყო სახლმშენებელი კომბინატის N2 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; შემდეგ გადაიყვანეს საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის მთავარ ინჟინრად; 1993-1995წწ. ქ. მოსკოვში ხელმძღვანელობდა სამშენებლო კომპანიას, იყო მისი პრეზიდენტი; 1996-1997წწ. მუშაობდა ქ. თბილისის მერიაში, ჯერ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის პრემიერის პირველი მოადგილის მრჩეველად, შემდეგ - განყოფილების უფროსად; 1997 წელს გადაიყვანეს ქ. ფოთის მერიაში, სადაც მუშაობდა განყოფილების უფროსად, ადმინისტრაციის უფროსად; 1999-2004წწ. იყო თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი, ქალაქ თბილისის მთავრობის აპარატის უფროსი, მთავრობის წევრი; 2003 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი; ეწევა სამეცნიერო-საზოგადოებრივ საქმიანობას. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში იყო სტუდენტთა სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე და გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ნაშრომი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.110


გააზიარე: