The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჟორა ქორიძე

ოფიციალური სახელი:გიორგი ქორიძე
დაბადების თარიღი:14 მაისი, 1920
გარდაცვ. თარიღი:1972  (51 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი 1942 წელს. 

1928-1935წწ. სწავლობდა 33-ე არასრულ საშუალო სკოლაში. პარალელურად სწავლობდა მე-2 მუსიკალურ სასწავლებელში. 1938 წელს შევიდა მარჯანიშვილის თეატრთან არსებულ თეატრალურ სტუდიაში. სხვადასხვა წლებში მუშაობდა მსახიობად მარჯანიშვილისა და რუსთაველის თეატრებში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ადიუტანტი (ა. სამსონიას "ბაგრატიონი"), ილია (ა. ოსტროვსკის "უმზითვო"), მშვენიერაძე (ლ. გოთუას "უძლეველნი"), ლექსო (გ. ქელბაქიანის "შესაფერი ჯილდო"), გვარანდუხტი (ლ. გოთუას ''დავით აღმაშენებელი"), მარინე (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), რევაზი (ლ. არდაზიანის "სოლომონ  ისაკიჩ მეჯღანუაშვილი"), ვილი (ძმ. ტურისა და ლ. შეინინის "ვის ემორჩილება დრო"), სვეტლოვი (მ. ჭიაურელის, ლ. ასათიანის "1917 წელი"), და სხვა. 1955-1956წწ. იყო  რუსთაველის სახელობის თეატრის ადმინისტრატორი. ხოლო 1956-1969წწ. იმავე თეატრში მთავარი ადმინისტრატორი. 1969 წლიდან მუშაობდა მოზარდ მაყურებელთა რუსული თეატრის დირექტორის მოადგილედ. 

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1990.-გვ.32

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: