The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ სვანიძე

დაბადების თარიღი:14 მაისი, 1900
გარდაცვ. თარიღი:1980  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კაჩეეთი, ონის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი 1920 წელს.

1921-1922წწ. მსახურობდა ბათუმის წითელ არმიის ლეგიონში. 1922 წელს მუშაობა დაიწყო ქუთაისის თეატრში თანამშრომლად. 1923 წელს ამავე თეატრის დასში ჩარიცხეს მსახიობად, სადაც 1936 წლამდე მოღვაწეობდა. 1936-1938წწ. იყო ფოთის თეატრის მსახიობი, ხოლო 1938 წელს კვლავ ქუთაისის თეატრს დაუბრუნდა. 1938 წელს პარალელურად ხელმძღვანელობდა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის დრამატულ წრეს, სადაც 30-მდე სპექტაკლი დადგა. მათ შორის "ბატონი და ყმა", გ. წერეთლის "პირველი ნაბიჯი", ს. შანშიაშვილის "არსენა", პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი", აკ. წერეთლის "პატარა კახი" და სხვა. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ლენინი (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"), ფრანც მოორი (შილერის "ყაჩაღები"), ზახარ ბარდინი (მ. გორკის "მტრები"), გეგელია (ს. კლდიაშვილის "გმირთა თაობა"), პლატონი (დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი"), ნინოშვილი (შ. დადიანის "ნინოშვილის გურია"), ზანდუკელი (ი. მოსაშვილის "მისი ვარსკვლავი"), მასხარა (უ. შექსპირის "მეფე ლირი"), ბენიოხაი (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), ალექსანდრე (ვ. შალიკაშვილის "უნიადაგონი"), კონსტანტინე (ს. ნაიდენოვის "ვანიუშინის ოჯახი"), თეიმურაზი (აკ. წერეთლის "პატარა კახი"), მთავარი (უ. შექსპირის "ოტელო"), კომისარი (ვ. დარასელის "კიკვიძე") და სხვა.

 წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1990.-გვ.32

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1960 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: