Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ სვანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კაჩეეთი, ონის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი 1920 წელს. 1921-1922წწ. მსახურობდა ბათუმის წითელ არმიის ლეგიონში. 1922 წელს მუშაობა დაიწყო ქუთაისის თეატრში თანამშრომლად. 1923 წელს ამავე თეატრის დასში ჩარიცხეს მსახიობად, სადაც 1936 წლამდე მოღვაწეობდა. 1936-1938წწ. იყო ფოთის თეატრის მსახიობი, ხოლო 1938 წელს კვლავ ქუთაისის თეატრს დაუბრუნდა. 1938 წელს პარალელურად ხელმძღვანელობდა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის დრამატულ წრეს, სადაც 30-მდე სპექტაკლი დადგა. მათ შორის "ბატონი და ყმა", გ. წერეთლის "პირველი ნაბიჯი", ს. შანშიაშვილის "არსენა", პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი", აკ. წერეთლის "პატარა კახი" და სხვა. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ლენინი (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"), ფრანც მოორი (შილერის "ყაჩაღები"), ზახარ ბარდინი (მ. გორკის "მტრები"), გეგელია (ს. კლდიაშვილის "გმირთა თაობა"), პლატონი (დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი"), ნინოშვილი (შ. დადიანის "ნინოშვილის გურია"), ზანდუკელი (ი. მოსაშვილის "მისი ვარსკვლავი"), მასხარა (უ. შექსპირის "მეფე ლირი"), ბენიოხაი (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), ალექსანდრე (ვ. შალიკაშვილის "უნიადაგონი"), კონსტანტინე (ს. ნაიდენოვის "ვანიუშინის ოჯახი"), თეიმურაზი (აკ. წერეთლის "პატარა კახი"), მთავარი (უ. შექსპირის "ოტელო"), კომისარი (ვ. დარასელის "კიკვიძე") და სხვა. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1990.-გვ.32 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |