Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იური თავბერიძე![]()
Biographyსწავლობდა ქ. ბათუმის პედინსტიტუტში. თოთხმეტი წლისა უკვე მახარაძის საფერშლო სკოლის ასოცკაციან გუნდს ხელმძღვანელობდა; 1936 წელს თავისი ოჯახის წევრებისაგან შეადგინა კვინტეტი, რომელმაც სარაიონო დათვალიერებაზე პირველი ადგილი მოიპოვა; ოთხი წლის შემდეგ ჩამოაყალიბა აგიტბრიგადა, რომელმაც 20 საჯარო და 34 საშეფო კონცერტი გამართა; 1944 წელს სოფელ კონჭკათის აგიტბრიგადას ხელმძღვანელობდა; 1945 წელს სოფელ ნატანების გუნდმა თავი ისახელა რაიონულ დათვალიერებაზე; მუსიკის მასწავლებლადაც მუშაობდა, ასაწვლიდა სიმღერას მახარაძის სახელმწიფო პედასასწავლებელში; მისი მონაწილეობით ბათუმის პირველი სახელოსნო სასწავლებლის მომღერალ-მოცეკვავეთა გუნდმა შრომითი რეზერვების რესპუბლიკურ დათვალიერებაში მიიღო მონაწილეობა(ქორეოგრაფი: ა. ჯიჯეიშვილი), მათ პირველი ადგილი დაიკავეს, ხოლო 1952 წელს შრომითი რეზერვების რესპუბლიკურ დათვალიერებაზე, თბილისში, ამავე სასწავლებლის მომღერალთა გუნდმა კვლავ დაიმსახურა პირველი ადგილი; 1953 წელს ამიერკავკასიის საოლქო დათვალიერებაში სამხედრო ნაწილის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა პირველი ადგილი დაიკავა, რაც ანსამბლის ხელმძღვანელის დამსახურება და გამარჯვება იყო; 1957 წლიდან მუშაობდა თბილისის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებლის ბათუმის ფილიალის მასწავლებლად; მას იცნობდნენ, როგორც თვითმოქმედ კომპოზიტორს, მრავალი კარგი საგუნდო და სოლო სიმღერები აქვს შექმნილი; ლოტბარი. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 97 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |