Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იონა თოდუა![]()
Biographyსწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, სამუსიკო სასწავლებელში (თეორიული საგნები); უმაღლესი ცოდნა კიევსა (ეკონომიური) და თბილისშიმ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პედაგოგიური) მიიღო. სემინარიაში სწავლის პერიოდში მოიხიბლა ნიკო სულხანიშვილის, ზაქარია ფალიაშვილის ხელოვნებით, ამრიგად, თავიდანვე სიმღერის სიყვარულმა გადაწყვიტა მისი მომავალი პედაგოგიური მოღვაწეობა; სემინარიაშივე ჩამოაყალიბა სიმებიანი ორკესტრი, რომელსაც თვითონვე ხელმძღვანელობდა; მოღვაწეობის დასაწყისში სამტრედიის რკინიგზის კლუბთან ჩამოაყალიბა ოთხხმიანი მომღერალთა გუნდი, რომელიც კლასიკურ და ქართულ ხალხურ სიმღერებს ასრულებდა როგორც სამტრედიაში, ასევე დასავლეთ საქართველოს სხვა დაბა-ქალაქებსა და სოფლებში; გუნდის რეპერტუარს თავისივე სიმღერებით ამდიდრებდა: "აღარ მიყვარხარ", "მიყვარდა", "ნუ თვალთმაქცობ", "მზეთა-მზე"; ახალგაზრდობაშივე სამტრედიის რკინიგზის სკოლაში შექმნა ლიტერატურული წრე; მომდევნო წლებში გამოსცა სკოლის ხელნაწერი ჟურნალი "ნორჩი მნათობი"; მალე იუმორისტული ჟურნალის "შოლტის" ბეჭდვასაც შეუდგა; ჩამოაყალიბა დრამატული წრე და მოწაფეთა მონაწილეობით გამართა წარმოდგენები; 1927 წლიდან თბილისში მოღვაწეობდა; რკინიგზის სკოლასა და სასოფლო-სამეურნეო მუშფაკში მასწავლებლობის დროს ჩამოაყალიბა მომღერალთა გუნდი; თბილისში ყოფნისას ახალი სიმღერები შექმნა: "მთის წყარო", "სატრფიალო", "ფეერია"; დაწერა სიმღერები გ. ლეონიძის, ა. სანიძის, კ. ბობოხიძის ლექსებზე; საინტერესო ხალხური სიმღერები გამოავლინა და კვარტეტების რეპერტუარში შეიტანა, ესენია: "გოგის ცხენი", "ნანი-ნანა"; მასწავლებლის სახლის კაპელაში რიგით მომღერლად იმუშავა და ახალგაზრდებთან ერთად სახლის თვითმოქმედების განვითარებას სიმღერითაც შეუწყო ხელი, გვერდში ამოუდგა კაპელის ლოტბარს ავთანდილ განუგრავას; რადიოგადაცემებში ხშირად გაისმოდა მელოდიური ჰანგები მისი ხელმძღვანელობით არსებული ქალთა და ვაჟთა კვარტეტების შესრულებით; ლოტბარი. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 102
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |