შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სიმონ დათუკიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გურჯაანი. დაამთავრა შვიდი კლასი ქ. გურჯაანში. 1930 წელს სწავლა განაგრძო თბილისის პირველ სამუსიკო პედაგოგიური ტექნიკუმის საორკესტრო განყოფილებაზე. მისი დასრულების შემდეგ კი შევიდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საორკესტრო განყოფილებაზე (ჰობოის კლასი). 1936-1937წწ. მუშაობდა მარჯანიშვილის სახელობის თეატრში ორკესტრის მსახიობად, ხოლო 1938 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ორკესტრის მსახიობად (ჰობოის), პარალელურად საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის ორკესტრის მსახიობიც იყო. 1941-1945წწ. უკრავდა ამიერკავკასიის სამხედრო შტაბთან არსებულ ორკესტრში ჰობოიზე და ინგლისურ ქარახსაზე. 1945-1972წწ. მუშაობდა ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ორკესტრის მსახიობად. მის შემოქმედებით ცხოვრებაში ამ თეატრში გატარებული წლები განსაკუთრებით ნაყოფიერი გამოდგა, მას მუშაობა მოუხდა ცნობილ დირიჟორებთან. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1990.-გვ.34 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |