The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ კევლიშვილი

გრიგოლ კევლიშვილი
დაბადების თარიღი:25 მარტი, 1905
გარდაცვ. თარიღი:1977  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი უმანკაია, კრასნოდარის მხარე.

სწავლობდა გიმნაზიაში, რომელიც არ დაუმთავრებია. 1921 წელს სცენაზე პირველად გამოვიდა თელავის რაიონულ კლუბთან არსებულ დრამწრის წარმოდგენაში და შეასრულა თედოს როლი ალ. ყაზბეგის "არსენაში". შემდგომში მუდმივად იღებდა მონაწილეობას აღნიშნული დრამწრის წარმოდგენებში. 1926 წლიდან იყო თელავის თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს 200-მდე როლი. მათ შორის: სვიმონ ლიონიძე (დ. ერისთავის "სამშობლო"), გოჩა (ალ. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა"), ფანტიაშვილი (ალ. ცაგარელის "ხანუმა"). სიკო, არსენა (ნ. ნაკაშიძის "ვინ არის დამნაშვე"), პაპა თორნიკე (მ. მრევლიშვილის "ხარატაანთ კერა"), ჩონთა (ვაჟა ფშველას "მოკვეთილი"), თორღვაი (გრ. რობაქიძის "ლამარა"), ნიკიფორე (ტრ. რამიშვილის "სტუმარ-მასპინძლობა"), მუროვი (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), გოდუნი (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), არკადი (ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი"), ალექსანდრე და არამ სემიონოვიჩი (ქოჩარიანის "ბრმა მუსიკოსი"), პეპო და ზიმზიმოვი (გ. სუნდუკიანის "პეპო"), ფრანც და კარლოს მოორები (ფ. შილერის "ყაჩაღები"), ფიესკო (შილერის "ფიესკოს შეთქმულება"), კომანდორი (ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო") და სხვა.

წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.25

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: