შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერიკ შეკოიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი 1946 წელს. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1944 წელს ქ. ალავერდის(სომხეთი) სახალხო თეატრში. 1946 წლიდან გამოდის თბილისის სომხური დრამის თეატრში. ს. შეკოიანმა შექმნა მრავალი საინტერესო სახე: როზალია, სუსანი, მარგარეტი, ჯავაირი, უმცროსი და(ა. შირვაზადეს "პატიოსნებისათვის", "ბოროტი სული", "ნანგრევებზე"), კეკელა, ნატალია(გ. სუნდუკიანის "პეპო", "ხათაბალა"), რუზანი(მერაცანის "რუზანი"), ვასკანუშლ(დემორჩიანის "მშობლიური მხარე"), ანა, ზოხრა(ავჩიანის "საიათ-ნოვა"), ანუში, კარინე(ქაჯვორიანის "ქაოსი" და "სიყვარულის გაზაფხული"), გოარიკი(ქოჩარიანის "მშობელი ხალხი"), ზინა (მუხტაროვის "ოჯახის ღირსება"), ოფელია, დეზდემონა(შექსპირის "ჰამლეტი", "ოტელო"), ამალია(შილერის "ყაჩაღები"), შელავინა(ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), ბეატრისა(კ. გოლდონის "უჩინარი ქალი"), ლიდა(სურკოვის "მწვანე ქუჩა") და სხვ. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1994.-გვ.77; кино-театр.ру-ს პორტალი: www.kino-teatr.ru ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |