შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ომარ გაბედავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზემო ჭალადიდი, ცხაკაიას (ამჟ. სენაკი) რაიონი. დაამთავრა ელექტროტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო ეკონომიკისა (1976) და შემდეგ საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტები. 1976-1979წწ. მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში: ცხაკაიის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს საგეგმო და საწარმოო-ტექნიკური განყოფილებების უფროს ინჟინრად; 1979-1980წწ. საწარმოო-ტექნიკური განყოფილების, კომპლექტაციისა მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების კანტორის უფროსად; 1980-1981წწ. იყო ცხაკაიის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს უფროსისა და N2 სამშენებლო-სარემონტო ტრესტის მმართველის მოადგილე (1981-1986წწ); 1986 წლიდან საქართველოს აგროსამრეწველო გაერთიანება "საქაგრომრეწვის" N2 სამშენებლო-სარემონტო ტრესტის მთავარი ინჟინერი, შემდეგ ტრესტის მმართველი; უშუალოდ ხელმძღვანელობდა რიგი სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო, სამოქალაქო და კულტურულ-სოციალური დანიშნულების ობიექტების, ჩაის ფაბრიკების, მეცხოველეობის კომპლექსების, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების, დასასვენებელი და საცხოვრებელი სახლების მშენებლობასა და საექსპლუატაციოდ გაშვებას; აქტიურად იყო ჩართული რაჭაში, ზემო იმერეთსა და სომხეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.110
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |