Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ომარ გაბედავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ზემო ჭალადიდი, ცხაკაიას (ამჟ. სენაკი) რაიონი. დაამთავრა ელექტროტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო ეკონომიკისა (1976) და შემდეგ საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტები. 1976-1979წწ. მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში: ცხაკაიის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს საგეგმო და საწარმოო-ტექნიკური განყოფილებების უფროს ინჟინრად; 1979-1980წწ. საწარმოო-ტექნიკური განყოფილების, კომპლექტაციისა მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების კანტორის უფროსად; 1980-1981წწ. იყო ცხაკაიის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს უფროსისა და N2 სამშენებლო-სარემონტო ტრესტის მმართველის მოადგილე (1981-1986წწ); 1986 წლიდან საქართველოს აგროსამრეწველო გაერთიანება "საქაგრომრეწვის" N2 სამშენებლო-სარემონტო ტრესტის მთავარი ინჟინერი, შემდეგ ტრესტის მმართველი; უშუალოდ ხელმძღვანელობდა რიგი სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო, სამოქალაქო და კულტურულ-სოციალური დანიშნულების ობიექტების, ჩაის ფაბრიკების, მეცხოველეობის კომპლექსების, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების, დასასვენებელი და საცხოვრებელი სახლების მშენებლობასა და საექსპლუატაციოდ გაშვებას; აქტიურად იყო ჩართული რაჭაში, ზემო იმერეთსა და სომხეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.110
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |