The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯემალ გაბეჩავა

ჯემალ გაბეჩავა
დაბადების თარიღი:3 მაისი, 1941  (82 წლის)
კატეგორია:გეოლოგი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო გეოლოგიის ფაკულტეტი 1965 წელს.

1965-1980წწ. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროგეოლოგიის კათედრაზე მეცნიერ-მუშაკად; გაერთიანება  "საქგეოლმინკაპტაჟის" საწარმოო სამმართველოში - გეოლოგად, საქართველოს გეოლოგიის სამმართველოში - პარტიის უფროსად, ექსპლუატაციის მთავარ ჰიდროგეოლოგად; 1980-1983წწ. იყო გეოლოგიის სახელმწიფო დეპატრამენტის სახაზინო საწარმო "ჰიდროსაინჟგეოს" მთავარი გეოლოგი; 1993 წლიდან - შპს "გამა-კონსალტინგის" თანადამფუძნებელი და მთავარი ჰიდროგეოლოგი; სხვადასხვა დროს მონაწილეობდა ლილოს ლუდის ქარხნის წყალმომარაგების, საქართველოს მინერალური წყლების - მიტარბის, ნაბეღლავის, საირმისა და ბორჯომის საბადოების, მინერალური წყლის საბადოს სანიტარული დაცვის ზონებისა და შავი ზღვის ორაგულის კვლავწარმოების პროექტების შემუშავებაში; ფოთისა და ბათუმის ნავსადგურების უსაფრთხოების, ფოთის ნავსადგურის ტალღასაჭრელის ფუძისთვის მტკიცე და გამძლე ქანების შერჩევა-დახასიათების, ფოთის ნავსადგურისა და მდ. ხობისწყლის შესართავში ნავთობპროდუქტების გადასატვირთი-შესანახი ტერმინალებისა და კასპის რაიონის სოფელ კავთისხევის ცემენტის მინიქარხნის გარემოზე ზემოქმედების შეფასებაში; ასევე, მონაწილეობდა საქართველოში ნავთობპროდუქტებისა და ნავთობის თანმხლები გაზების ბაზრის გამოკვლევაში, საქართველოს მიწისქვეშა წყლების რესურსებისა და მათი გამოყენების შესაძლებლობების შესწავლაში, წყაროების მონიტორინგისა და მიწისქვეშა წყლების საექსპლუატაციო მარაგების გამოთვლა-დაცვაში; არის გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო საუწყებათაშორისო კომისიის ექსპერტი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.110-111; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.233

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი
  • ჰიდროლოგთა მსოფლიო ასოციაცია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი
  • 1984 - გეოლოგთა მსოფლიო კონგრესის ვერცხლის მედალოსანი

გააზიარე: