The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ ჭავჭავაძე

ვლადიმერ ჭავჭავაძე
დაბადების თარიღი:22 სექტემბერი, 1920
გარდაცვ. თარიღი:2010  (89 წლის ასაკში)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1941 წელს.

1946-1960 წლებში მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში, 1960-1981 წლებში იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტის დირექტორი; 1967 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული კიბერნეტიკის კათედრის გამგე. მისი შრომები ეხება ფიზიკის, გამოყენებითი მათემატიკისა და კიბერნეტიკის საკითხებს. მონტე-კარლოს მეთოდის საფუძველზე შექმნა სტოქასტიკური მოდელირების ზოგადი მეთოდი, განავითარა  პერსეპტრონული, სტოქასტიკური და საინფორმაციო პროცესების ფიზიკის მოდელირების საკითხები, დაამუშავა კონცეპტუალური ინტელექტის თეორია და სხვა. მისი თაოსნობით განვითარდა ისეთი დარგები, როგორიცაა ადაპტიური ფოტონიკა, ბოჭკოვანი ოპტიკა, კიბერნეტიკა და სხვა. კიბერნეტიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1967). 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.379;  ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 133-135 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1974-)
  • სკკპ , წევრი (1951-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • პ. მელიქიშვილის სახელობის ძრემია
  • მედალი "პრაღის გათავისუფლებისთვის"
  • მედალი "იაპონიაზე გამარჯვებისთვის"
  • მედალი "გერმანიაზე გამარჯვებისთვის"
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი

გააზიარე: