Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ ჭავჭავაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1941 წელს. 1946-1960 წლებში მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში, 1960-1981 წლებში იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტის დირექტორი; 1967 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული კიბერნეტიკის კათედრის გამგე. მისი შრომები ეხება ფიზიკის, გამოყენებითი მათემატიკისა და კიბერნეტიკის საკითხებს. მონტე-კარლოს მეთოდის საფუძველზე შექმნა სტოქასტიკური მოდელირების ზოგადი მეთოდი, განავითარა პერსეპტრონული, სტოქასტიკური და საინფორმაციო პროცესების ფიზიკის მოდელირების საკითხები, დაამუშავა კონცეპტუალური ინტელექტის თეორია და სხვა. მისი თაოსნობით განვითარდა ისეთი დარგები, როგორიცაა ადაპტიური ფოტონიკა, ბოჭკოვანი ოპტიკა, კიბერნეტიკა და სხვა. კიბერნეტიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1967). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.379; ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 133-135 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |