Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ ჭანკოტაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კვალითი, ზესტაფონის რაიონი. დაამთავრა ლენინგრადის ელექტროტექნიკური ინსტიტუტის ელექტრომექანიკის ფაკულტეტი 1930 წელს. 1930-1937წწ. ხელმძღვანელობდა სურამის უღელტეხილის, "ხაშური-თბილისის", "ზესტაფონი-სამტრედიის" სარკინიგზო მონაკვეთების საელექტრიფიკაციო სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს. 1932-1933წწ. იმყოფებოდა სტაჟირებაზე გერმანიაში; 1937-1938წწ. იყო "ხრამჰეს-I"-ის მშენებლობის მთავარი ინჟინერი; 1938-1957წწ. ტრესტ "ხრამჰესმშენის"(შემდგეგში ტრესტი "საქჰიდროენერგომშენი") უფროსი; 1957-1960წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" მთავარი ინჟინერი; 1961-1969წწ. სათავეში ედგა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "ინჟმშენს". სხვადასხვა წლებში ხელმძღვანელობდა "ხრამჰეს-I"-ის, "გუმბათჰეს-I"-ის, "ტყიბულჰესის", სამგორის ჰესების, "ორთაჭალჰესის", "ლაჯანურჰესის", "ბჟუჟაჰესის", "სოხუმჰესისსა" და "ბაღნარჰესის" მშენებლობებს. ინჟინერ-ელექტროტექნიკოსი. დაჯილდოებულია სხვადასხვა ორდენებითა და მედლებით. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.382; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.692 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |