The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არტემ ლუსინიანი

არტემ ლუსინიანი
დაბადების თარიღი:18 ივლისი, 1910
გარდაცვ. თარიღი:26 ივლისი, 1963  (53 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ხოჯივანქის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სომხური ხელოვნების სახლთან "აიარტუნთან" არსებული დრამატული სტუდია 1928 წელს.

სტუდიის დამთავრებისთანავე მუშაობა დაიწყო თბილისის ს. შაუმიანის სახელობის სომხურ თეატრში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა. ასრულებდა დრამატულ, კომედიურ და სახასიათო როლებს. ჰქონდა კარგი სცენური გარეგნობა, დიქცია. როლები: პეპო, მასისიანი, მიქაელი, ოსეპი (გ. სუნდუკიანის "პეპო", "ხათაბალა", "კიდევ ერთი მსხვერპლი", " დანგრეული კერა"), სეირანი, მურადი, სუმბათი (ა. შირვანზადეს "ნამუსი", "ავი სული", "ქაოსი"), ვარაზდატი (ლ. მიქაელიანის "ვარაზდატი"), ვაგიფი (ს. ვურგუნის "ვაგიფი"), სადეხი (ვ. იაღჯიანის "გაყიდული სახლი"), ოტელო (უ. შექსპირის "ოტელო"), ფერდინანდი, კარლ მოორი (ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული", "ყაჩაღები"), არსენა (ს. შანშიაშვილის "არსენა"), გოჩა (ა. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა"), ჯემალი (ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები"), კობა (შ. დადიანის "ნაპერწკალიდან"), სტალინი (ნ. პოგოდინის "კრემლის კურანტები") გოდუნი (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), ნეზმანოვი, ჟალოვი (ა. ოსტროვსკის "უდანაშულო დამნაშავენი", "შემოსავლიანი ადგილი"), არბენინი (მ. ლერმონტოვის "მასკარადი"), ურიელ აკოსტა (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), თედორე (ლ. ლეონოვის "შემოსევა") და სხვა. გადაღებულია მ. ჭიაურელის ფილმში "გიორგი სააკაძე", სადაც შეასრულა ვერდიბეგი-ყორჩი-ხანის შვილის როლი (1943). თბილისში, ისნის რაიონში არის არტემ ლუსინიანის სახელობის ქუჩა.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1990.-გვ.35; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.446

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1954-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1950 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1943 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: