Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრა სავჩენკო![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ელიზავეტგრადი(ყოფილი კიროვოგრადი, ახლანდელი კროპივნიცკი), უკრაინა. 1925 წელს, შვიდწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ხარკოვის ქორეოგრაფიულ ტექნიკუმში, რომელიც დაამთავრა 1930 წელს. 1930-1932 წლებში ბალეტის მსახიობად მუშაობდა ხარკოვის მუსკომედიის, ხოლო 1932-1933 წლებში პერმის ოპერისა და ბალეტის თეატრებში. 1933-1948 წლებში იყო თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის მსახიობი. წარმატებით გამოდიოდა როგორც სოლო, ისე მასობრივ ცეკვებში, სხვადასხვა საოპერო სპექტაკლებში: ა. მინკუსის "დონ კიხოტი", პ. ჩაიკოვსკის "გედების ტბა", "პიკის ქალი", "ევგენი ონეგინი", გ. კილაძის "სინათლე", მ. მუსორგსკის "ბორის გოდუნოვი", ე. ბიზეს "კარმენი", ჯ. ვერდის "ტრავიატა", ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", ბ. ასაფიევის "ბაღჩისარაის შადრევანი" და სხვ. ალექსანდრე სავჩენკო 1943-1958 წლებში მუშაობდა თეატრების ბალეტის რეჟისორ-ასისტენტად და დასის გამგედ, ხოლო 1986 წლამდე სადადგმო ნაწილის გამგედ. 1935-1938 წლებში შეთავსებით მუშაობდა თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში(სასწავლო ნაწილის გამგედ). წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1989. -გვ.84 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |