შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აგრაფინა ვაცეკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მარინსკოე, ვოლგოგრადის ოლქი, რუსეთი. 1937 წელს დაამთავრა თბილისის მე-100 საშუალო სკოლა. 1939 წელს მუშაობა დაიწყო მსახიობად თბილისის რუსულ მოზარდ მაყურებელთა თეატრთან არსებულ თოჯინების თეატრში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: დათუნია, ალიონუშკა (გ. მატვეევის "ორი პოტაპიჩი", "ალისფერი ალამი"), წითელქუდა (ე. შვარცის "წითელქუდა"), მაშა (ე. შვემბერგერის "დათვი და გოგონა"), დათუნია (მ. პოლივანოვის "მხიარული დათუნიები"), დაშა (ნ. შურინოვის "თოვლის პაპა"), ნამცეცა (ჰ. ანდერსენის "ნამცეცა"), მიშკა (გ. ლანდაუს "ფიფქიას სკოლა"), ეშმაკი(ა. პუშკინის "ზღაპარი მეფე სალთანის შესახებ"), ჩუკი (ა. გაიდარის "ჩუკი და გეკი"), დედოფალი (შ. პეროს "ჩექმებიანი კატა"), ყურშა (მ. ჯავახიშვილის "ყურშა"), ბიჭი (ა. ჩეხოვის "კაშტანკა") და სხვ. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1989. -გვ.85; kino-teatr.ru ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |