The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აგრაფინა ვაცეკი

აგრაფინა ვაცეკი
დაბადების თარიღი:25 დეკემბერი, 1919
გარდაცვ. თარიღი:1969  (49 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მარინსკოე, ვოლგოგრადის ოლქი, რუსეთი.

1937 წელს დაამთავრა თბილისის მე-100 საშუალო სკოლა. 1939 წელს მუშაობა დაიწყო მსახიობად თბილისის რუსულ მოზარდ მაყურებელთა თეატრთან არსებულ თოჯინების თეატრში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: დათუნია, ალიონუშკა (გ. მატვეევის "ორი პოტაპიჩი", "ალისფერი ალამი"), წითელქუდა (ე. შვარცის "წითელქუდა"), მაშა (ე. შვემბერგერის "დათვი და გოგონა"), დათუნია (მ. პოლივანოვის "მხიარული დათუნიები"), დაშა (ნ. შურინოვის "თოვლის პაპა"), ნამცეცა (ჰ. ანდერსენის "ნამცეცა"), მიშკა (გ. ლანდაუს "ფიფქიას სკოლა"), ეშმაკი(ა. პუშკინის "ზღაპარი მეფე სალთანის შესახებ"), ჩუკი (ა. გაიდარის "ჩუკი და გეკი"), დედოფალი (შ. პეროს "ჩექმებიანი კატა"), ყურშა (მ. ჯავახიშვილის "ყურშა"), ბიჭი (ა. ჩეხოვის "კაშტანკა") და სხვ.

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1989. -გვ.85; kino-teatr.ru

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1965 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: