The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ ღოღობერიძე

თამაზ ღოღობერიძე
სხვა სახელი:თამაზ ნონიაშვილი
დაბადების თარიღი:18 აპრილი, 1945  (79 წლის)
კატეგორია:მოცეკვავე, მსახიობი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1959 წლიდან ქართული ხალხური ცეკვის ხელოვნებას ეუფლებოდა ამიერკავკასიის რკინიგზის ელმავალვაგონშემკეთებელი ქარხნის კლუბში ქორეოგრაფ ვაჟა აბაშიძის ხელმძღვანელობით. 1961 წელს მუშაობდა თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსების სამმართველოს თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ ანსამბლში გიორგი დარახველიძის ხელმძღვანელობით; 1962 წლიდან ცეკვის ხელოვნებას ეუფლებოდა თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ვახტანგ ჭაბუკიანის, სერგო ნონიაშვილისა და სერგო სოლოღოვის ხელმძღვანელობით; 1962-1966წწ. მოცეკვავე მსახიობად მუშობდა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში. ასრულებდა "ქართულსა" და "მთიულურს"; 1966 წლიდან იყო საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის სოლისტი. მისი პროგრამიდან განსაკუთრებით აღინიშნება: "ხევსურული", "კინტოური", "მხედრული". ნაყოფიერად მუშაობდა თბილისის სხვადასხვა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში პედაგოგად.

წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.29

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2015 - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი
  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1981 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: