The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივანე დარბუაშვილი

Date of birth:26 June, 1920  (104 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი.

დაამთავრა ცხინვალის საშუალო სკოლა 1937 წელს; 1938-1940წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

1941-1945წწ. საბჭოთა არმიის რიგებში იყო. 1945 წლიდან მუშაობდა კ. ხეთაგურის სახელობის სახელმწიფო თეატრის ქართულ დასში, პარალელურად ცხინვალის რადიოკომიტეტის დირექტორია(1950-1953). მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ჯემალი, სიმონ მენაბდე, ბორისი (ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები", "მისი ვარსკვლავი", "სადგურის უფროსი"), ექიმი (ცხაი-დიან-ჩუნის "38-ე პარალელი სამხრეთით"), მუროვი (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), სოსანა (ა. ცაგარლის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), გიორგი (ს. მთვარაძის "საქორწილო მზადება"), დათო (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ვურმი (შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), ოსმან აღა (დ. ჭონქაძის "სურამის ციხე"), ყაისი (გ. პლიევის "ჩერმენი"), ამირანი (მ. მრევლიშვილის "ზვავი"), ბახვა (გ. წერეთლის "პირველი ნაბიჯი"), ბახა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), მილან სტიბორი (ა. კოჰოუტის "როცა ასეთი სიყვარულია"), ნუგზარი (ი. ჭავჭავაძის "სახრჩობელაზე"), იაგო (ა. ყაზბეგის "მამის მკვლელი"), კასიუს კოლჰაუნი (მაინ რიდის "უთავო მხედარი"), უოტრანი (კონან დოილის "შერლოკ ჰოლმსი"), კიკილა (გ. ნახუცრიშვილის "ნაცარქექია"), მანუჩარი (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება") და სხვა.  

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1990.-გვ.38

Awards and Honors

  • 1964 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: