The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო საკანდელიძე

ნინო საკანდელიძე
დაბადების თარიღი:8 აგვისტო, 1930
გარდაცვ. თარიღი:8 აგვისტო, 2021  (91 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზედავანი, ვანის რაიონი.

დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1955 წელს.

1955 წელს მუშაობა დაიწყო ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო თეატრში მსახიობად. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ოფელია, დეზდემონა, მარია (უ. შექსპირის "ჰამლეტი", "ოტელო", "მეთორმეტე ღამე"), მირანდოლინა (კ. გოლდონის "სასტუმროს დიასახლისი"), გვრისტინე (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), ხათუნა (მ. ჯაფარიძის "ჯარისკაცის ქვრივი"), ლელა (მ. მრევლიშვილის "ზვავი"), ფიფქია (ა. უსტინოვის "ფიფქია და შვიდი ჯუჯა"), ლელა (ვაჟა-ფშაველას "ალუდა ქეთელაური"), გულნაზი (ფ. ხალვაშის "გადარჩენილი უკვდავება"), ნუნუ, მაყვალა (ა. ყაზბეგის "მამის მკვლელი", "მოძღვარი"), ვარვარა (მ. გორკის "ეგორ ბულიჩოვი და სხვები"), ემილი (მ. ლერმონტოვის "ესპანელები"), იზოლდა, ელენე (ა. ჩხაიძის "გზაჯვარედინთან", "თავისუფლება"), კაზაჩკა (ე. დარასელის "კიკვიძე"), ინფანტა (პ. კორნელის "სიდი"), მწყემსი ქალი (ი. ჭავჭავაძის "განდეგილი"), ფოფოდია (შ. დადიანის "გუშინდელნი"), ალა (ვ. როზოვის "საღამოდან შუადღემდე"), თალიკო (კ. ლორთქიფანიძის "კოლხეთის ცისკარი"), ნილა სნოშკო (ი. სალინსკის "მედაფდაფე"), მარიკა ჩოდრიშვილი (ა. ჩხაიძის "ხიდი"), მარიამი (ლ. თაბუკაშვილის "შენსკენ სავალი გზები"), ნინელი (ო. იოსელიანის "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი") და სხვა. გადაღებულია ფილმებში: "ზღვის შვილები", "მსურველებს შეუძლიათ ჩაეწერონ", "თეთრი ქვები"; 2004 წლიდან იყო ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის პროფესორი. 2010 წელს თეატრის წინ გაიხსნა ნინო საკანდელიძის სახელობის ვარსკვლავი.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1990.-გვ.43; ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი: batumitheatre.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ბათუმის საქალაქო საბჭო, დეპუტატი (1987-)
  • ბათუმის საქალაქო საბჭო, დეპუტატი (1969-)
  • ბათუმის საქალაქო საბჭო, დეპუტატი (1967-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2010 - საპატიო ბათუმელი
  • 2008 - იუსუფ კობალაძის სახელობის პრემია
  • 2003 - მემედ აბაშიძის სახელობის პრემია
  • 1987 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1976 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1961 - აჭარის დამსახურებული არტისტი

გააზიარე: