The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი სარჩიმელიძე

დაბადების თარიღი:22 ნოემბერი, 1894
გარდაცვ. თარიღი:1982  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 

1906-1916წწ. სწავლობდა თბილისის ქართულ გიმნაზიაში; 1918-1920წწ. ჯაბადარის თეატრალურ სტუდიაში.

გ. სარჩიმელიძე მოწაფეობის პერიოდშივე მუშაობდა: ზარეჩნის რუსულ დასში სცენის თანამშრომლად და მუსიკოსად(1912-1913), რუსული დრამაში "ტარტო"(1914-1918), ხოლო 1920 წლიდან ქართულ დრამატულ თეატრში, პარალელურად შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში ასწავლიდა გრიმის ტექნიკასა და თეორიას. 1962 წელს მიენიჭა დოცენტის წოდება. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მაგისტრი(ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო"), პრისტავი, ჩალიანი, ზიკოვი(შ. დადიანის "გუშინდელნი", "ნაპერწკლიდან"), დადაისტი, ნადირა(გრ. რობაქიძის "მალშტერმი", "ლამარა"), ივანე(გ. ერისთავის "დავა"), გილდესტერნი(შექსპირის "ჰამლეტი"), გავრილოვი(ნ. აზიანის "დეზერტირკა"), ვეზირი(თ. ვახვახიშვილის "მზეთამზე"), არშაკ მინაიჩი, მდოიანცი(ნ. შიუკაშვილის "ამერიკელი გიას გასაბჭოება" და "სულელი"), უბარისტიმი(ა. გლებოვის "ზაგმუკი"), ჩინელი, ლაზარე(ს. შანშიაშვილის "ანზორი", "არსენა"), კაიმბეკოვი(ვ. კორშინის "ქართა ქალაქი"), ბუბლიკი, შაითანი (ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი" და "ბოგდან ხმელნიცკი"), დუდკინი(ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), ექიმი გირიში(ფ. ვოლფის "პროფესორი მამლოკი"), მღვდელი (ე. როსტანის "სირანო დე ბერჟერაკი"), სერ ჩარლზ მარლოვუ (გოლდ სმიტის "ერთი ღამის შეცდომები"), კუზმა ივანოვიჩი (ა. პოპოვის "ოჯახი"), პოლოგი, გური კროტკიხი(მ. გორკის "მტრები" და "ვასა ჟელეზნოვა"), ზამუხრიშკინი (ნ. გოგოლის "ბანქოს მოთამაშენი"), ვასილ ბებუთოვი (მ. მრევლიშვილის "ბარათაშვილი") და სხვ.

 წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1994.-გვ.80

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1946 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: