The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვაჰან გალუსტიანი

დაბადების თარიღი:4 დეკემბერი, 1884
გარდაცვ. თარიღი:1963  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა სომხური სასულიერო სემინარია 1904 წელს.

1903-1909 წლებში მოღვაწეობდა ავჭალის აუდიტორიის სცენაზე. პირველი როლები შექმნა რეჟისორების ამო ხარაზიანის და არმენ არამიანის ხელმძღვანელობით. 1909-1924 წლებში იყო ზუბალაშვილების სახალხო სახლის მსახიობი. 1921-1922 წწ.  მუშაობდა ერევნის გ. სუნდუკიანის სახელობის დრამატულ თეატრში, ხოლო 1922 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე თბილისის სომხური თეატრში მოღვაწეობდა. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: სერობი (აბელიანის "მიმქრალი ჩირაღდნები"), ვანო, გალაქტიონი, პოლკოვნიკი (ნ. აზიანის "გაცრუებული იმედები", "დეზერტირკა", "შურისძიება"), დავით ბეგი (ხარაზიანის "დავით ბეგი"), გიორგი(პ. არაქსიანის "მსხვერპლი"), პეტია, ალექსეი(ნაიდენოვის "ვანიუშინის შვილები"), იასონი (ევრიპიდეს "მედეა"), პავლე (ერდმანის "მანდატი"), პარუჩიკი ზარეცკი (ს. ლევიტანის განაჩენი"), როლფი (შილერის "ყაჩაღები"), დინ ალონზო (მოლიერის "დონ ჟუანი"), ერეკლე (ა. სუმბათაშვილის "ღალატი") და სხვ.

 წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1994.-გვ.81-82

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1946 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: