The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან გაბუნია

ლევან გაბუნია
დაბადების თარიღი:21 იანვარი, 1936  (88 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1959 წელს.

1959-1963წწ. მუშაობდა ხრამჰესის სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოში ინჟინრად; 1964 წელს - თბილისის ჰიდრონაგებობათა და ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროს ინჟინრად; 1965-1966წწ. იყო "ენგურჰესის" მშენებლობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველო "გვირაბმშენის" მთავარი ინჟინრის მოადგილე, მთავარი ინჟინერი; 1966-1974წწ. მუშაობდა "ენგურჰესის" მშენებლობის სამმართველოს მთავარი ინჟინრის მოადგილედ, სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენში" მთავარი ინჟინრის მოადგილედ, მთავარ ინჟინრად; 1980-198322 - "ხუდონჰესის" მშენებარე ობიექტების დირექციის მთავარ ინჟინრად; 1991-1998წწ. მუშაობდა სამშენებლო გაერთიანება "თბილგვირაბმშენის" სამშენებლო სამმართველოს უფროსის მოადგილედ, ასევე, სამშენებლო ტრესტ "საქავიამშენში" მმართველის მოადგილედ. იყო სააქციო საზოგადოება "საქჰიდროენერგომშენის" საინჟინრო მომზადების სამსახურის ხელმძღვანელი; მიღაბული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. 

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.113


გააზიარე: