The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯუმბერ გაბუჩია

ჯუმბერ გაბუჩია
დაბადების თარიღი:3 ნოემბერი, 1939  (84 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის სპეციალობით 1963 წელს.

1963-1964წწ. მუშაობდა ვოლგოგრადის ოლქში სამხედრო ობიექტების მშენებლობაზე კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროს ინჟინრად; 1964-1978წწ. მუშაობდა ტრესტ "წყალმშენის" N6 და N1 სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, საწარმოო ტექნიკური განყოფილების უფროსად, მთავარ ინჟინრად; 1978-1988წწ. მუშაობდა ტრესტ "კოლხეთმშენის" მთავარ ინჟინრად; 1983-2004წწ. იყო ტრესტ "წყალმშენმასალების" მთავარი ინჟინერი, შემდეგ ოსიაურის ინერტული მასალების ქარხნის მთავარი ინჟინერი; მონაწილეობდა ტაშისკარის, ტირიფონის,სალთვისის, თეძამისა და კავთისხევის სარწყავი სისტემის მშენებლობასა და რეკონსტრუქციის სამუშაოებში, ნარეკვავის და ნადარბაზევის წყალსაცავების მშენებლობაში, კოლხეთის დაჭაობებული და ჭარბტენიანი მიწების ახალი სქემითა და ტექნოლოგიებით დაშრობის სამუშაოებში, მდინარეების ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობაში, ახალი გზების გაყვანაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.114

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული მელიორატორი
  • საქართველოს უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი

გააზიარე: