Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯუმბერ გაბუჩია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის სპეციალობით 1963 წელს. 1963-1964წწ. მუშაობდა ვოლგოგრადის ოლქში სამხედრო ობიექტების მშენებლობაზე კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროს ინჟინრად; 1964-1978წწ. მუშაობდა ტრესტ "წყალმშენის" N6 და N1 სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, საწარმოო ტექნიკური განყოფილების უფროსად, მთავარ ინჟინრად; 1978-1988წწ. მუშაობდა ტრესტ "კოლხეთმშენის" მთავარ ინჟინრად; 1983-2004წწ. იყო ტრესტ "წყალმშენმასალების" მთავარი ინჟინერი, შემდეგ ოსიაურის ინერტული მასალების ქარხნის მთავარი ინჟინერი; მონაწილეობდა ტაშისკარის, ტირიფონის,სალთვისის, თეძამისა და კავთისხევის სარწყავი სისტემის მშენებლობასა და რეკონსტრუქციის სამუშაოებში, ნარეკვავის და ნადარბაზევის წყალსაცავების მშენებლობაში, კოლხეთის დაჭაობებული და ჭარბტენიანი მიწების ახალი სქემითა და ტექნოლოგიებით დაშრობის სამუშაოებში, მდინარეების ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობაში, ახალი გზების გაყვანაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.114 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |