The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა გაგოშიძე

შალვა გაგოშიძე
დაბადების თარიღი:4 დეკემბერი, 1946  (78 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობის სპეციალობით 1969 წელს.

1996 წლიდან საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ს/კ ინსტიტუტში ხელმძრვანელობდა ნაგებობათა დინამიკის განყოფილებას; 1998 წლიდან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას პროფესორის თანამდებობაზე; 1998-2017წწ. იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის ჰიდროინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორი; ავტორია 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა. თეორიული და ექსპერიმენტილი ხასიათის კვლევები ჩაუტარა ფოთის, ბჭვინთის, ანაკლიის სანაპირო არეების რეაბილიტაციისა და მდინარეების: ენგურის, რიონის, არაგვის, მტკვრის ჰიდროკვანძების მშენებლობის პროექტებს; გამოიკვლია ქ. ფოთში მდ. რიონის წყალგამყოფი ჰიდროკვანძის ქვედა ბიეფის ნგრევის მიზეზები და დაამუშავა სარეაბილიტაციო წინადადებები; 2006 წელს ჰოლანდიელ სპეციალისტთა მიწვევით, როგორც ექსპერტი, მეთვალყურეობდა სამხრეთ აფრიკის ქ. კეიპტაუნში ჩატარებულ და ფოთის პორტის მოლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ ლაბორატორიულ კვლევებს. 1972 წელს თბილისის ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა და ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი იყო 1974 წელს დაიცვა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი, ხოლო 1994 წელს - სადოქტორო დისერტაცია.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.114-115; წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 77-78; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 61-62

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამერილის მეცნიერებათა საერთაშორისო ასოციაცია, წევრი
  • ჰიდრავლიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების მედალი

გააზიარე: