შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მერაბ გაგნიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილ: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1973 წელს. 1973-2005წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში" არქიტექტორად, ჯგუფის ხელმძრვანელად, პროექტის მთავარ არქიტექტორად, სახელოსნოს ხელმძრვანელად, ინსტიტუტის მთავარ არქიტექტორად; 2005 წლიდან იყო შპს "მეგა სტუდიოს" მთავარი არქიტექტორი; 2010 წლიდან შპს "მეგა არტსის" გენერალური დირექტორია; 1994-2012წწ. პროფესიული საქმიანობის პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე; არის მრავალი განხორციელებული პროექტის ავტორი - ქუთაისის ცენტრალური ნაწილის განაშენიანების პროექტი (1974წ.), კულტურის სახლი მესტიის ცენტრში (1975წ.), სპორტული კომპლექსი პანსიონატ "ცივწყალას" ტერიტორიაზე გაგრაში, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი მესტიაში (1987წ.), აკადემქალაქის დეტალური დაგეგმარების (1990წ.), პარლამენტის შენობის აღდგენა-რეკონსტრუქცია (1992-2007წწ.), კინოთეატრი "საქართველო" (2007წ.) თბილისში, ტაძარი სოფელ წყნეთში (1999წ.), სამონასტრო კომპლექსი დარიალის ხეობაში (2007წ.); ასევე მრავალბინიანი, მრავალფუნქციური და ინდივოდუალური საცხოვრებული სახლები და სხვა; იყო რამდენიმე გამგეობის წევრი; მიღებული აქვს მრავალი ჯილდო არქიტექტურულ კონკურსებში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.114 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |