The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მერაბ გაგნიძე

მერაბ გაგნიძე
Date of birth:11 January, 1949  (75 years)
Category:Architect

Biography

დაბადების ადგილ: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1973 წელს.

1973-2005წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში" არქიტექტორად, ჯგუფის ხელმძრვანელად, პროექტის მთავარ არქიტექტორად, სახელოსნოს ხელმძრვანელად, ინსტიტუტის მთავარ არქიტექტორად; 2005 წლიდან იყო შპს "მეგა სტუდიოს" მთავარი არქიტექტორი; 2010 წლიდან შპს "მეგა არტსის" გენერალური დირექტორია; 1994-2012წწ. პროფესიული საქმიანობის პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე; არის მრავალი განხორციელებული პროექტის ავტორი - ქუთაისის ცენტრალური ნაწილის განაშენიანების პროექტი (1974წ.), კულტურის სახლი მესტიის ცენტრში (1975წ.), სპორტული კომპლექსი პანსიონატ "ცივწყალას" ტერიტორიაზე გაგრაში, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი მესტიაში (1987წ.), აკადემქალაქის დეტალური დაგეგმარების (1990წ.), პარლამენტის შენობის აღდგენა-რეკონსტრუქცია (1992-2007წწ.), კინოთეატრი "საქართველო" (2007წ.) თბილისში, ტაძარი სოფელ წყნეთში (1999წ.), სამონასტრო კომპლექსი დარიალის ხეობაში (2007წ.); ასევე მრავალბინიანი, მრავალფუნქციური და ინდივოდუალური საცხოვრებული სახლები და სხვა; იყო რამდენიმე გამგეობის წევრი; მიღებული აქვს მრავალი ჯილდო არქიტექტურულ კონკურსებში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.114

Member of Organizations

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი (1978-)

Share: