Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ ჯალაღანია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი გოგოლისუბანი, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა ჩოხატაურის შრომის სკოლა 1925 წელს. მ. ჯალაღანია პირველად სცენაზე მოწაფეობის პერიოდში 1921 წელს, ჩოხატაურის კლუბთან არსებული დრამწრის წარმოდგენაში გამოვიდა. 1926-1934 წწ. მუშაობდა ამავე კლუბის გამგისა და რეჟისორის თანამდებობაზე. 1934-1938 წლებში იყო ჩოხატაურის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, 1943-1948 წლებში კი თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელია, ხოლო 1949 წლიდან ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: სიმონ ლიონიძე(გ. ერისთავის "სამშობლო"), ყვარყვარე(პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), გოჩა(ალ. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა"), კოწია(შ. დადიანის "გუშინდელნი"), უკლება(მოსაშვილის "მისი ვარსკვლავი") და სხვ. როგორც რეჟისორმა დადგა 40-მდე სხვადასხვა ჟანრის სპექტაკლი, მათ შორის: დ. კლდიაშვილის "ირინეს ბედნიერება", ავქ. ცაგარელის "ხანუმა" და "ციმბირელი", ტრ. რამიშვილის "სტუმარ-მასპინძლობა", მეზობლები, "საბედისწერო დამბაჩა", შ. დადიანის "როს ნადიმობდნენ", ი. გედევანიშვილის "მსხვერპლი" და "სინათლე", ს. კლდიაშვილის "გმირთა თაობა" და სხვ. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1994.-გვ.80 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |