The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლეო შენგელია

ოფიციალური სახელი:ლევან შენგელია
დაბადების თარიღი:6 დეკემბერი, 1917
გარდაცვ. თარიღი:1977  (59 წლის ასაკში)
კატეგორია:ანიმატორი, მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

1933 წელს რეჟისორმა ვ. ყუშიტაშვილმა მიიწვია ქუთაისის თეატრში, სადაც ბ. ჯონსონის "ვოლპონეში" მთავარი როლი შეასრულა. შემდეგ წლებში მსახიობი გორის თეატრში მუშაობდა. 1951 წლიდან ლ. შენგელია ქუთაისის თოჯინების თეატრის მთავარი რეჟისორი იყო, სადაც დადგა სპექტაკლები: ე. შვარცის "წითელქუდა", ა. ბრაუსევჩის "ჭაბუკი აზნაურის ტბიდან", მ. ჟორჟოლიანისა და ა. კალანდარიშვილის "გუბაზის სტაფილო", ს. პრეობრაჟენსკის "გაზაფხულის ყვავილი", თ. ჩხაიძის "თოჯინების აჯანყება", კორიუნის "ორი ძმა", ნ. ელიაშვილის "ქოჩორა", კ. ქუთათელაძის "რობერტის სიმღერა" და სხვა. 1969 წელს ის კინოსტუდია "ქართული ფილმის" სამულტიპლიკაციო ფილმების გაერთიანების გადამღები ჯგუფის დირექტორის მოადგილე და ა. ხორავას სახელობის მსახიობის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელია. 1970 წელს მან  თბილისის თოჯინების თეატრში დადგა დ. ბუზუკაშვილის  "ამბავი ბრიყვი ძმობილებისა"(სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით).

 წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1994.-გვ.82

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: