The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გივი გაგუა

გივი გაგუა
Date of birth:3 September, 1947
Date of death:2011  (at 63 years)
Category:Architect

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა როსტოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1970 წელს.

1970-1978წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტის" სოხუმის ფილიალში არქიტექტორად; 1978 წლიდან აფხაზეთის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის გეგმარებისა და განაშენიანების განყოფილების გამგედ; 1973-1988წწ. იყო სოხუმის სამხატვრო სასწავლებლისა და 1979-1986წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სოხუმის ფილიალის პედაგოგი; 1989 წელს დაინიშნა აფხაზეთის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ; 1994 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოცენტი, ასოცირებული პროფესორი; მისი ძირითადი ნამუშევრებია: დემერჯიპას ქუჩის განაშენიანება გაგრაში, სავაჭრო ცენტრი გულრიფშში, დასასვენებელი სახლი "გუმისთა", 60-ადგილიანი სასტუმრო, 800-ადგილიანი სანატორიუმი "მიმოზის ჭალა", ტრავმატოლოგიური საავადმყოფო (რეკონსტრუქცია-გაფართოება), 45 და 12-ბინიანი საცხოვრებელი სახლები სოხუმში, ადმინისტრაციული შენობა დ. ბიჭვინთაში, დასასვენებელ სახლ "აგუძერას" საძინებელი კორპუსი, აეროდრომი გენწვიშში, დაწყებითი სკოლები დალის ხეობაში, სასტუმრო ურეკში, სავაჭრო ობიექტი თბილისში და სხვა ობიექტები; შესრულებული აქვს არაერთი საავტორო ნამუშევარი მოცულობით-ქალაქგეგმარებით და ლანდშაფტურ არქიტექტურაში; არის საკავშირო გაერთიანება "არქპროექტის" I, II და III დათვალიერება-კონკურსების ლაურეატი, არქიტექტორთა ნამუშევრების გამოფენების, მათ შორის, არქიტექტორთა პირველი ბიენალესადმი მიძღვნილი გამოფენის მონაწილე (თბილისში).

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.115

Member of Organizations

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი (1977-)
  • საქართველოს მშენებელთა ფედერაციის აფხაზეთის ორგანიზაციები, თავმჯდომარე

Share: