შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჩიტო შოშიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მარტყოფი, გარდაბნის რაიონი. დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი 1956 წელს; სწავლობდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში (ვოკალის კლასი). 1952-1958წწ. ხელმძღვანელობდა მასწავლებელთა სახლის ვოკალურ ანსამბლს. წლების განმავლობაში ეწეოდა საშემსრულებლო მოღვაწეობას. მართავდა სოლო კონცერტებს თბილისში, მოსკოვში, კიევში, ლვოვში, საქართველოსა და საბჭოთა კავშირის მრავალ ქალაქში. იყო ინდივიდუალურ შემსრულებელთა საკავშირო კონკურსის ლაურეატი და მრავალი სხვა ფესტივალისა და ოლიმპიადის ოქროს მედლის მფლობელი. 1962 წლის მსოფლიო ახალგაზრდობის ფორუმის მონაწილე. კონცერტებით იმოგზაურა საზღვარგარეთის ქვეყნებში (საფრანგეთი, გერმანია, ბულგარეთი, ჩეხოსლოვაკია, რუმინეთი და სხვა). 1967 წლიდან იყო 26 კომისრის რაიონის მუსიკალურ-ქორეოგრაფიული საზოგადოების თავჯდომარე და ამავე რაიონის აღმასკომის კულტურის განყოფილების გამგე. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1990.-გვ.49 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |